სამშენებლო კომპანია „მეგობრობამ“ მრავალფუნქციური, მასშტაბური 32 სართულიანი პროექტის „M Tower ორთაჭალა“ მშენებლობა დაიწყო.
„M Tower ორთაჭალა“ მდებარეობს ქალაქის ისტორიულ უბანში, გორგასლის ჩიხი #2 და განთავსებულია 7500 კვ. მეტრზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კორპუსი მოიცავს მხოლოდ 1000 კვ. მეტრს, ხოლო დარჩენილი ფართობი დათმობილი იქნება სხვადასხვა სივრცისთვის. პროექტის ფარგლებში მოცემულ ფართობზე განთავსებული იქნება:
- სივრცე თქვენი ავტომობილებისთვის:
ღია ავტოსადგომი – 238 ავტომობილისთვის;დახურული ავტოსადგომი;
ავტოსამრეცხაო;
ელექტრომობილების დამტენი.
- თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნები:
ფეხბურთის მოედანი; კალათბურთის მოედანი.
- საბავშვო გასართობი სივრცეები;
- სივრცე შინაური ცხოველებისთვის;
- ამფითეატრი 200 კვ. მეტრზე.
ტერიტორიის უსაფრთხოებისთვის იქნება 24-საათიანი დაცვა და ვიდეო კონტროლი.
„M Tower ორთაჭალა“ 41-ე დადგენილებით შენდება, რაც ნიშნავს იმას, რომ გათვალისწინებული იქნება სახანძრო ჰიდრატები, ცეცხლმაქრები, ბუნებრივი აირისა და კვამლის დეტექტორები.
შენობის ძირითადი კონსტრუქცია უმაღლესი ხარისხის რკინა-ბეტონის კარკასული ნაგებობისგან შედგება. საძირკველი კი შერეული ტიპის იქნება: მოეწყობა ხიმინჯები და მასზე განთავსდება რკინა-ბეტონის ფილა.
„M Tower ორთაჭალის“ შენობის ფასადი დამუშავდება და შეიღებება მაღალი ხარისხის საფასადე საღებავებით. პროექტი აღჭურვილი იქნება ალუმინის შავი ფერის ვიტრაჟებით, მოაჯირებად კი გამოყენებული იქნება მინა და ლითონის მასალა. ფასადი ნაწილობრივ მოპირკეთდება ხისფერი კომპოზიტური მასალით და ალუმინის პანელებით. ფასადზე დამონტაჟდება ნაწრთობი მინები, აივნებზე კი მოეწყობა გამწვანებები.
კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მზის პანელები, რაც უფრო ეკომეგბრულს გახდის „M Tower ორთაჭალას“ პროექტს.
საცხორებელი კორპუსიდან პანო რამული ხედები იშლება, შენობის პირველ სართულზე კი განთავსდება ე.წ. რისეფშენი, ასევე იქნება სარელაქსაციო-სამასაჟე სივრცე, ტანსაცმლის სამრეცხაო და გაქირავების სივრცე. აღნიშნულ სივრცეში იქნება კერძო საბავშვო ბაღიც.
„M Tower ორთაჭალაში“ ბინების მინიმალური კვადრატულობა იწყება 32 კვ. მეტრიდან, ჭერის სიმაღლე 3მ. და აივნის სიგანე 1.20 მ.
და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია კომპანია „მეგობრობა“ გთავაზობთ 5 წლიან შიდა, უპროცენტო განვადებას და თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს.
შენი ბინა ისტორიულ უბანში.
(R)