დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, „m²ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის ბინებში მოსახლეობის შესახლების პროცესი დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით, თებერვალში დასრულდა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 25 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მობინადრეებს ბინები დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ, სადაც დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. აპრილიდან ბინის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. „m²ყაზბეგზე“ m²-ის მეორე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომუნალური გადასახადების 23%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს.
კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსი „m²ყაზბეგზე“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამზირზე, ყაზბეგის N25-ში, წითელი ბაღის მიმდებარედ მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, შიდა ეზოს მრავალწლიანი ნარგავებით,მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. ამ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარ საწინააღმდეგო სისტემაა დამონტაჟებული.აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
„m² ყაზბეგზე“ კომპანიის მეორე პროექტია, სადაც დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE-ს ლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით.მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია პანდუსები შეუზღუდავად გადაადგილებისათვის. დამატებითი კომფორტისთვის, m²უზრუნველყოფს კომპლექსის მოვლის მომსახურებას:24-საათიანი დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებას და გამწვანების მოვლის მომსახურებას, ყველა ამ მომსახურების საფასურსს ახალ მოსახლეთათვის,ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს.
დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”„m² ყაზბეგზე“საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა და ამ პროექტზე თავიდანვე რეკორდულად მაღალი გაყიდვების ტემპი დაფიქსირდა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 295 ბინიდან, 90% გაყიდულია და მხოლოდ 29 ბინა ელის მომავალ მფლობელს.
„m² ყაზბეგზე“ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის(IFC) და კანადის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. „m² ყაზბეგზე“დეველოპერული კომპანიის მეოთხე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია.