დღეს, უკრაინის ქალაქ ლვოვში ორი სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა.
როგორც რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ კოზიცკი აცხადებს, ლვოვში ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, მანამდე კი ის იტყობინებოდა, რომ ქალაქში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.
რუსმა სამხედროებმა ლვოვი დაბომბეს
„ახლა რისი თქმაც ჩემიძლია ესაა: ლვოვში 2 რაკეტა აფეთქდა. ინფორმაცია რომ საცხოვრებელ შენობებს ან სხვა ინფრასტრუქტურას ზიანი მიადგა არ დატურდება. პირველადი მონაცემებით 5 ადამიანი დაშავდა. დაბომბვის საშიშროება ისევ არსებობს“ – განაცხადა მაქსიმ კოზიცკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში