უკრაინული მედია, სამხედრო ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით წერს, რომ ლვოვში რკინიგზის სადგურ „კრასნოეს“ ქვესადგურზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
„შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები მუშაობენ, ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება,“- აცხადებს მაქსიმ კოზიცკი.