LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლვოვი ქართველებისთვის ტურისტულად მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება – რისი ნახვა შეგვიძლია ქალაქში

121
IMG-1104-1-1

უკრაინის დასავლეთით მდებარე უდიდესი ქალაქი ლვოვი საქართველოსათვის ტურისტულად მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება. როგორც „ავიანიუსი“ წერს, COVID-პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე, უკრაინაში შესვლა შეზღუდული არ არის და ეს ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ქართველი ტურისტები მიდიან.

ლვოვსა და თბილისს და ასევე ლვოვსა და ბათუმს შორის ფრენებს, დღეისათვის, უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines ახორციელებს. SkyUp Airlines ლვოვი-თბილისი-ლვოვის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით ასრულებს, რაც შეეხება ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებას SkyUp Airlines კვირაში ერთი სიხშირით ოპერირებს.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ლვოვში ჩასულ სტუმრებს იზიდავს როგორც  ქალაქის არქიტექტურული ძეგლები, ასევე ლვოვის ყავის სახლები, მყუდრო პარკები და სკვერები, ან უბრალოდ ლვოვის ძველი ქუჩების სულისკვეთება. ქალაქის ყველა ან თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისათვის ერთი დღე საკმარისი ნამდვილად არ არის. ამიტომ, ლვოვში ტურისტები რამდენიმე დღით ჩადიან და ჩერდებიან სასტუმროებში ან ქირაობენ ბინებს.

რაც შეეხება ლვოვში ყველაზე მონახულებად ადგილებს, ესენია: ბანდინელის სასახლე, მაღალი ციხე, დაკარგული სათამაშოების მუზეუმი, ლვოვის თაფლკვერების სახელოსნო „იურაშკი“, ლუდხარშვის მუზეუმი, სტრისკის პარკი, შევჩენკოს გაი, ლესია კურბასას სახელობის თეატრი, ძველი ლვოვის მიწისქვეშეთი, ლიჩაკივის ღამის სასაფლაო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები