LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუტეცია“ მომხმარებელს ახალ ფრანგულ ბრენდს EISENBERG PARIS სთავაზობს

153

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ მომხმარებელს ახალ ფრანგულ ბრენდს EISENBERG PARIS სთავაზობს. საზოგადოებას ახალი ბრენდი კომპანიამ რესტორან „ფუნიკულიორში“ LUTECIA PARTY 2015-ზე წარუდგინა.

„ლუტეციას“ დამფუძნებელმა ვახტანგ ფხაკაძემა EISENBERG-ს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ერთგულებისთვის და თანამშრომლობისთვის.

საღამოზე მიწვეულ სტუმრებს კი EISENBERG-ის წარმომადგენელმა ჟან-ლუკ ტრონიონმა ბრენდის ისტორია და მრავალწლიანი გამოცდილება გააცნო.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა წამახალისებელი პრიზების გათამაშებაში, გადაეღოთ სახალისო ფოტოები და დაეფიქსირებინათ თავისი ხელმოწერა „ლუტეციას“ ისტორიაში.

„ლუტეციას“ წლის ყველაზე ლოიალური მომხმარებლები განსაკუთრებული პრიზებით დაჯილდოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები