LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუტეცია“ Estee Lauder-ის მოყვარულებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

2200
61146361_10158450213623812_6234784705393197056_o

29 მაისს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“ სასტუმრო „ადამოში“ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებსა და ბლოგერებს Estee Lauder-ის ბრენდი კიდევ ერთხელ წარუდგინა. 

სპეციალურად მოწვეულმა ბრენდის წარმომადგენელმა სტუმრებს მაკიაჟის უახლესი ტენდენციები და მსოფლიო ტრენდები გააცნო და თან ერთი ძალიან სასიხარულო ინფორმაციაც გაუმხილა: 31 მაისს და 1 ივნისს Estee Lauder-ის მოყვარულებს შენაძენზე -30% ფასდაკლება ელოდებათ განსაკუთრებული საჩუქრებით.

Estee Lauder-ის პარფიუმერული კომპანიის ისტორია ოჯახური მალომოს შექმნით დაიწყო და შემდეგ მილიარდების მქონე კაპიტალის გიგანტად იქცა. რამ განაპირობა ასეთი წარმატება? კოსმეტიკური იმპერიის შემქმნელი ქალბატონი ესტე ლაუდერი მიიჩნევდა, რომ ‘’ნებისმიერ ქალს შეუძლია იყოს ლამაზი’’ და ქალბატონების სილამაზეზე ზრუნვა ხელოვნებად აქცია. თავისი ბიზნესის წარმატების შესახებ კი ამბობდა: მე თავიდანვე დავრწმუნდი იმაში, რომ პერფექციონიზმი ხარისხის მიმართბიზნესის მართვის ერთადერთი სწორი მეთოდია.“

დღეს „ესტე ლაუდერ“-ის კომპანია მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო ფართოვდება, ბაზრის მეტ წილს იპყრობს და უდავო ლიდერად იქცა.

„ესტე ლაუდერის“ მრავალი სახეობის საშუალებები შექმნილია მეცნიერების აღმოჩენილი მოწინავე ტექნოლოგიების და ძვირფასი იშვიათი ინგრედიენტების ერთობლიობით. ბრენდი მუდმივად ანებივრებს თავის მომხმარებელს ინოვაციებით და სიახლეებით.

შეგახსენებთ, 31 მაისს და 1 ივნისს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას „ესტე ლაუდერის“ სრულ სპექტრზე და საჩუქარს ყოველ შენაძენზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები