LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუსი არ არის და არ უნდა იყოს მარტო ამ ჭრილობის პირისპის.. ლუსიმ დაკარგა დედა და გულშემატკივრების მთელი არმია შეიძინა – ქეთი ქარდავა

1160
ფორტუნა - 2023-08-13T135505.352

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ სოფო ბაკურაძეზე წერს.

„სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა, რაც პატარა ლუსის დედის გარეშე დარჩენას ნიშნავს. პატარა ლუსის თანადგომამ, მის თავს დატრიალებულმა ტრაგედიამ ფეხზე დაგვაყენა, შეგვცვალა და გაგვაერთიანა.

ჩვენც მასთან ერთად ველოდებოდით ტკბილეულზე წასული მშობლის ცოცხლად პოვნას.

გრძელი, გაწეწელილი და სევდით დახუნძლული დღეეების თვლას იმედის დაკარგვა მოჰყვა.

ღვარცოფში გაუჩინარებული სოფოს ცხედრის პოვნას ათასჯერ ვამოწმებდით. ველოდებოდით მის ამოცნობას, ექსპერტიზის პასუხებს და უსასრულობაში გადანაცვლებაზე ინფორმაციის დადასტურებას.

ლუსის მფარველი ანგელოზი შორს გაფრინდა, მაგრამ სულ ლუსისთან ერთად იქნება. ლუსიმ არ იცის, თუ რა საშინელი ქარიშხალი დატრიალდა მის თავს და როგორ წაართვა დაუნდობელმა აგვისტომ, ღვარცოფმმა, შავმა ტალახმა ყველაზე დიდი სიყვარული, გულშემატკივარი, მზრუნველი, თბილი და ტკბილი დედა.

ლუსიმ არ იცის, როგორ მიისაკუთრა დედის სხეული მიწამ. დედების წასვლა ყოველთვის ნაადრევია… მით უმეტეს 3 წლის ლუსისთვის…

ლუსიმ დაკარგა დედა და გულშემატკივრების მთელი არმია შეიძინა. როგორც ახლობლები ამბობენ, სოფო ბაკურაძე მარტო ზრდიდა ლუსის. მარტოხელა დედა ყოფილა და შოვში ზაფხულში სამუშაოდ იყო კოტეჯებში ასული.

დღეიდან ლუსისთვის , რომელიც მალე 4 წლის გახდება ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. მცირეწლოვანი ლუსი ყველაზე დიდ ტკივილს დაეჯახა და იმ სიცარიელეს, რომლის ამოვსებაც შეუძლებელია. ლუსის ჰყავს ბებია, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, მაგრამ არ ჰყავს დედა. დედას ვერავინ შეუცვლის,მაგრამ ჩვენი მორალური ვალდებულება ლუსიზე ზრუნვაა.

სოფოს ლუსი ჩვენი შვილი გახდა. ლუსი შენ არ ხარ მარტო. ლუსი, ყველა შენს გვერდითაა. ლუსი არ არის და არ უნდა იყოს მარტო ამ ჭრილობის პირისპის. ლუსი, ჩვენო პატარა გოგონა, უნდა გაუძლო და ამ შტორმიდან ძლიერი გამოხვიდე. სხვა გზა არ არის. სოფოს ოცნება იყო ლუსი ყველაზე ჭკვიანი, მებრძოლი, მიზანდასახული და წარმატებული ყოფილიყო. სოფოს სურდა მისი ერთადერთი შვილი ლაღი, ბედნიერი, მუდამ მომღიმარი ყოფილიყო და ბავშვობაც დიდხანს გაგრძელებულიყო. ლუსი აუცილებლად იქნება ისეთი, როგორც დედას წარმოედგინა და ყველა წარმატებას დედის ხსოვნას მიუძღვის. სოფომ 3 აგვისტოს გულში ჩაიკრა ლუსი და არ იცოდა რომ უკანასკნელად ჩაეხუტა და საკუთარი ფეხით გაუდგა საბედისწერო გზას შოვისკენ…. ვუთანაგრძნობ ლუსის, სოფოს დედას და მის ყველა ახლობელს“…- წერს ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში.

 

სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა, რაც პატარა ლუსის დედის გარეშე დარჩენას ნიშნავს. პატარა ლუსის თანადგომამ, მის…

Posted by Ketevan Kardava on Sunday, August 13, 2023

 

 

ლუსის ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია „კევზე“, ან კანფეტზე და მოუტანს – სოფო ბაკურაძის ახლობელი

„ჩვენი ლუსის დედა“ – შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის კიდევ ერთი ცხედარია იდენტიფიცირებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები