LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლურჯი ვეშაპის“ შესახებ დღეს საპატრიარქოში დისკუსია გაიმართება

131

არასრულწლოვნებში სოციალური ქსელის მავნე ზეგავლენის საკითხზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დღეს შეხვედრა გაიმართება.

საპატრიარქოს ცნობით  სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართული შეხვედრა კონკრეტულად ინტერნეტსივრცეში მოზარდებს შორის გავრცელებულ თამაშს, „ლურჯი ვეშაპს“ მიეძღვნება. შეხვედრაში შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე პატრიარქის კურთხევით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები