LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლურჯ სანაგვე ურნებს ჭავჭავაძეზე მიწის ქვემოთ ჩაიტანენ (ვიდეო)

173
nagvis urna

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწის ქვეშ ჩაიტანენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“უახლოეს მომავალში ჩვენ ვიწყებთ ჭავჭავაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით და ამ

მიწისქვეშა ნაგვის ურნები - ახალი ძვირადღირებული პროექტი დედაქალაქს

თბილისში მალე ნაგვის ბუნკერები მიწის ზედაპირიდან მიწის ქვეშ გადაინაცვლებს. პროექტზე ”თბილსერვის ჯგუფი” მუშაობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორის პირველმა მოადგილე დავით დოლიძემ განუცხადა, პირველი ასეთი კონტეინერები ქალაქში 2017 წლის დასაწყისიდან გამოჩნდება. ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხები მუშავდება. უახლოეს მომავალში შეირჩევა შესაბამისი წერტილები, სადაც აღნიშნული კონტეინერები განთავსდება. დოლიძის განცხადებით, პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია. თითო მიწისქვეშა კონტეინერი 10-15 ათასი ევრომდე ჯდება. […]

პროექტის ფარგლებში მე მინდა დავავალო ბატონ ლევან ჯღარკავას, რადგან ამ ქუჩის რეაბილიტაციას ვაკეთებთ სრულყოფილად მინდა, რომ საპილოტე პროექტად განვახორციელოთ ის, რომ ლურჯი სანაგვე ურნები, რომლებიც ქუჩაზე დგას ჩავიტანოთ მიწის ქვემოთ. ძალიან მარტივია ამის გაკეთება და ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქალაქში, რათა შემდეგ უკვე სხვა ქუჩებზე რაც რეაბილიტაციები განხორციელდება გვქონდეს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება.

ვიზუალურადაც არ არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ეს სანაგვე ურნები, შესაბამისად, ჩვენ ჩავიტანთ მიწის ქვემოთ. ზემოდან დახურული იქნება, სადაც ადამიანებს

მაისის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

პირველი მონაკვეთი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ვარაზისხევიდან პიქსელის შენობამდე ტერიტორიაა.

ექნებათ შესაძლებლობა ნაგავი გადაყარონ ჩვეულებრივად უბრალოდ ეს ღია და თვალშისაცემი არ იქნება. იქნება სისუფთავე და იქნება მოწესრიგებული. ეს შეიძლება ნაგვის დახარისხების (სეპარირების) თვალსაზრისითაც გავაკეთოთ, მე მგონია მაგარი პროექტი გამოვა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია განხორციელებული და საქართველოში პირველად ის ჭავჭავაძის ქუჩაზე საპილოტედ გაკეთდება.

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/1261188784035582/?notif_id=1558508729324570&notif_t=live_video_explicit

შეგახსენებთ, სანაგვე ურნების მიწისქვეშ ჩატანის პროექტი 2016 წლიდან მუშავდება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები