LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუქსემბურგში ქალებს უფრო მეტს უხდიან, ვიდრე კაცებს

123
6b19f54e6e58fdff2b8bbab98cbdfc84

ლუქსემბურგში ქალები საათში საშუალოდ 0,2%-ით უფრო მეტს გამოიმუშავებენ ვიდრე კაცები. ასეთია ქვეყნის სტატისტიკური სააგენტოს Statec-ის ბოლო მონაცემები.

2006 წელს ეს მაჩვენებელი 10,7% იყო, თუმცა კაცების სასარგებლოდ. ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, წლის ბოლოსთვის ქალები 0,4%-ით მოიგებენ.

Statec-ის ინფორმაციით, ასეთი სტატისტიკა იმის დამსახურებაა რომ ქალებს განათლების უფრო მაღალი დონე აქვთ, ლუქსემბურგში კი უპირატესობას უფრო პრესტიჟულ დიპლომებს ანიჭებენ.

ამასთან, მთელი წლის შეჯამებით ქალები 13%-ით უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. ეს კი იმასთანაა დაკავშირებული, რომ თითქმის ყოველი მესამე ქალი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს.

საინტერესოა, რომ ევროპაში ქალები საათში 13%-ით უფრო ნაკლებ ფულს შოულობენ, ვიდრე მამაკაცები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები