ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება რომ ლუქსემბურგის ქუჩებში პიანინოს მიუჯდეს და დაუკრას. ამისათვის, შესაბამისი უნარების ქონაც არაა საჭირო, ერთადერთი და მთავარი პირობა – საჯაროდ გამოსვლის სურვილია.
ლუქსემბურგის მერიამ საზოგადოების თავშეყრის სხვადასხვა ადგილას 17 პიანინო დადგა (ყოველ 6 ათას მაცხოვრებელზე თითო პიანინო გამოდის). პიანინოები გამოჩნდა ქუჩებში, პარკებში და ტურისტულ ადგილებში.
მერია იმედოვნებს, რომ ადგილობრივები გარეთ უფრო ხშირად გამოვლენ, ერთმანეთს ეკონტაქტებიან და იმპროვიზებულ კონცერტებს დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ევროპაში ძალიან გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს. შესაბამისად, იგონებენ სხვადასხვა პროექტებს, რათა ეს პრობლემა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოაგვარონ.