LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუქების“ ცვენა და მსოფლიო ტურნე 2 მილიარდ დოლარად – ინტერნეტსივრცეში ბიონსეს გრანდიოზულ კონცერტს განიხილავენ

204
page

ბიონსეს მსოფლიო ტურნე Renaissance დაიწყო. პირველი კონცერტი სტოკჰოლმში ჩატარდა. 41 წლის არტისტმა სცენაზე საოცარი პერფორმანსი შესთავაზა აუდიტორიას. მან 59 სიმღერა შეასრულა.

ვიდეო: ბიონსეს მსოფლიო ტურნე Renaissance გრანდიოზულად დაიწყო

ვარსკვლავმა არაერთი შთამბეჭდავი „ლუქი“ მოირგო მათ შორის გახლდათ ბრენდები: „მიუგლერი“, „ალექსანდერ მაკკუინი“, Courreges, Loewe და წარმოშობით ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის, იგივე დევიდ კომას სპეციალურად მისთვის შექმნილი კოსტიუმი.

ბიონსეს მსოფლიო ტურნეს გრანდიოზულ გახსნას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტსივრცეში  მის პერფორმანსა და ჩაცმულობას განიხილავენ.

„ეს იქნება ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ტურნე“, „სასწაული ლუქები მოირგო“, „ბიონსე პოპის დედოფალია“, „ასეთი მასშტაბური არაფერი გვინახავს“, „საოცარი კოსტიუმები აცვია“, „იდეალურად შეასრულა სიმღერები“, – წერენ გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, მუსიკალური ტურნეს ფარგლებში 43 კონცერტი გაიმართება. სულ ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს ჩაატარებს, დანარჩენი შოუები კი აშშ-ში შედგება. „ფორბსის“ ცნობით, ბიონსე Renaissance-ით 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ცნობისთვისბიონსე 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მეშვიდე სტუდიური ალბომი, Renaissance გაავრცელა.

ვიდეო: ბიონსეს მსოფლიო ტურნე Renaissance გრანდიოზულად დაიწყო

„ბიონსე თავისი ტურნეს მასშტაბებითა და შემოსავლებით ტეილორ სვიფტის ტურნეს აჯობებს“ – „ფორბსი“

ბიონსე მიუგლერში

ბიონსე ალექსანდერ მაკკუინის კომბინეზონში

ბიონსე მიუგლერში

 

ბიონსე Courreges-ის ბოდეში

ბიონსე Loewe-ის კომბინეზონში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები