LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკოს თქმით, “ვაგნერელებს” ვარშავაში “ექსკურსიაზე” წასვლა სურთ – “ვაგნერელები“ დასავლეთში წასვლას ითხოვენ, ვეკითხები, “რა გინდათ იქ?“

224
ალექსანდრე

რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა ხორციელდება იმაზე უკეთესი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმiრ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩვენი ყველა გეგმა ხორციელდება და იმაზე უკეთესი ტემპითაც კი, ვიდრე ველოდით. მინდა აღვნიშნო როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ეკონომიკის კარგი მდგომარეობა”, – განაცხადა პუტინმა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ  კი განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ.

მისი თქმით, „ვაგნერელები“ მათ „ძაბავენ“, რადგან დასავლეთით „ექსკურსიაზე“ წასვლა სურთ.

„შეიძლება, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვიტყვი. „ვაგნერელებმა“ ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. „დასავლეთით გვინდა. ნება დაგვრთეთ“. ვეუბნები, რა გინდათ დასავლეთში? „ვარშავაში, ჟეშუვში ექსკურსიაზე წასვლა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას.

ლუკაშენკოს თქმით, შეთანხმების თანახმად, მას კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში ჰყავს განთავსებული და მათი დასავლეთში გადაყვანა არ სურს.

„როგორც შევთანხმდით, მე ისინი მყავს ბელარუსის ცენტრში, არ მინდა მათი იქ გადაყვანა, რადგან ცუდი განწყობები აქვთ. უნდა აღნიშნოს, რომ მათ იციან, რა ხდება სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

რუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრაზე მიიტანა რუკა, სადაც თითქოსდა ასახულია პოლონეთის სამხედრო დანაყოფების ბელარუსის საზღვრებთან განთავსება. ლუკაშენკოს მტკიცებით, პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბრესტთან და გროდნოსთან არიან დისლოცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები