Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების პირობებში საკუთარი არმიის სხვაგან გაგზავნას არ აპირებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების პირობებში საკუთარი არმიის სხვაგან გაგზავნას არ აპირებს

456
ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების პირობებში საკუთარი არმიის სხვაგან გაგზავნას არ აპირებს. მისივე განმარტებით, მას არ აქვს არანაირი სურვილი „თავისი ქვეყნის შვილები“ ომში გაგზავნოს და აცხადებს, რომ მათ თავისი მიწა უნდა დაიცვან.

„მე უკანასკნელად და დარწმუნებით ვამბობ, დავიღალე ყოველივე იმის მტკიცებით, რომ არა, ჩვენ საომრად არსად წავალთ. ჩვენ დავიცავთ მხოლოდ ჩვენს მიწას. თუ ჩემი არ გესმით, დროა აირჩიოთ ახალი პრეზიდენტი. მაშინ, როცა ჩვენ ვართ სანქციების უპრეცენდენტო დარტყმის ქვეშ, საჭიროა თქვენი ნდობა. მე ვიცი, რას ნიშნავს ჩვენი შვილები, ამიტომ არ მაქვს არანაირი სურვილი გავგზავნო ისინი ომში. მით უმეტეს იქ, სადაც ჩვენ არ გვეძახიან. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა და ეს იქნება ჩვენი წვლილი უსაფრთხოების დაცვაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.