LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო: მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს

99
Untitled design (1)

ბელარუსის პრეზიდენტი ღმერთს მადლობას უხდის, რომ მათ ქვეყანაში დიქტატურა აქვთ.

ეს განცხადება ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს უვიზო მიმოსვლაზე საუბრის დროს გააკეთა. 

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ხვალიდან ლატვიისა და ლიეტუვის მოქალაქეებს ხვალიდან ბელარუსში უვიზოდ შესვლა შეეძლებათ.

მისივე თქმით, მეზობელი დასავლეთის ქვეყნები მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას, ისარგებლონ ბელარუსში უვიზო მიმოსვლით, რათა მათ არ დაინახონ, რომ ბელარუსის მოქალაქეები ნორმალურად ცხოვრობენ:

“ჩამოვიდეს ხალხი პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან ახლობლების სასაფლაოებზე, როგორც ეს ყოველთვის იყო – ვიზების გარეშე დავუშვი. ისინი არ უშვებენ თავიანთ ხალხს ბელარუსში, რადგან ხალხი ჩამოდის ჩვენთან მარილის საყიდლად.

მარილი არ აქვთ! მდიდარი დასავლეთი და მარილი არ აქვთ! და მათი ხალხი რომ არ ამბობდეს იმას, რომ ბელარუსები ნორმალურად ცხოვრობენ, მათ უბრალოდ არ უშვებენ. სულ ეს არის მათი დემოკრატია. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან დიქტატურაა. სულ მაკრიტიკებდნენ – დიქტატურა, დიქტატურა, მაგრამ ამ დიქტატურაში წესრიგია”, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები