LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა სირაძის საკითხი პარლამენტში – შეხვედრები კომიტეტებში და შეფასებები

138
xfghjchm

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია დღეს დილიდან საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს. 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ამ დრომდე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა გამოძიება გრძელდება და საქმეში სხვა პირების დანაშაულის გამოვლენასაც არ გამორიცხავენ როგორც გარდაცვლილის ოჯახის დამცველი, ასევე პოლიტიკურ წრეებში. საკანონმდებლო ორგანოში თოლორაიას პირველი შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში ქონდა, სადაც სოფიო კილაძესთან ერთად ერთი საათის განმავლობაში განიხილავდა სამართალდამცავების მხრიდან მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესაძლო ფაქტს. სახელმწიფო ინსპექტორმა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნო საქმის ვითარება და შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხება, ამიტომ განსაკუთრებით მედია უნდა ვიყოთ ფრთხილად.

“არასრულწლოვანზე ზეწოლას მინიმუმ სამი თანამშრომელი ახორციელებდა” – საია პოლიციელების ვინაობის დადგენას ითხოვს

„ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული სიფრთხილის მოვეკიდოთ ამ თემას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულია სხვადასხვა არასრულწლოვანი, ასევე, გამოძიების ინტერესებია, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, მეტი დეტალი მოგაწოდოთ. ჩვენ რაც მოვისმინეთ იქიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღება და არა მხოლოდ სამართალდაცვის კუთხით”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

ასევე, აღმოჩნდა, რომ მმართველი გუნდი უკვე 3 წელია ბავშვთა კოდექსზე მუშაობს და მომავალი წლიდან კანონიც უნდა მიეღოთ, მაგრამ ამის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ დღეს გაიგო. როგორც კილაძემ განმარტა, ბავშვთან პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა ჩაერთოს ყველა სტრუქტურა, თუმცა რა ფორმით და რა დოზით უნდა მოხდეს და ვინ უნდა ჩაერიოს ასეთ საქმეებში, ამას მომავალი წლის სექტემბერში გავიგებთ.

„ჩვენ დავიწყეთ ბავშვის კოდექსზე მუშაობა იმიტომ, რომ შევხედეთ, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა სისტემური მიდგომა ბავშვებთან დაკავშირებით. ბავშვის გარშემო უნდა ტრიალებდეს მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, როცა ბავშვს შეექმნება პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს იყო სისტემური თემა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა და რომ დავინახეთ, არ იყო ასეთი მიდგომა, ამიტომ დავიწყეთ 3 წლის წინ მუშაობა ბავშვის კოდექსზე, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მივიღეთ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ როცა პრობლემა წარმოიქმნება ბავშვთან დაკავშირებით, აქ აუცილებელია ყველა სტრუქტურის რეაგირება. ამ ბავშვთან დაკავშირებით პრობლემა ვერ დაინახაეს ვერც სამართალდამცველებმა, ვერც სკოლამ, ვერც სხვამ, ვისაც ჰქონდა ვალდებულება, რომ დაენახა“, – ამბობს კილაძე.

სახელმწიფო ინსპექტორის შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდა. ანრი ოხანაშვილს არ განუმარტავს მისი კომიტეტიც თუ მუშაობდა კილაძის მსგავსად რამდენიმე წელი  და ველოდოთ თუ არა მომავალ წელს აღნიშნული პრობლემის მოგვარების მთავრობისეულ გზებს,  თუმცა ოხანაშვილმა, რაც ეკა ბესელია შეცვალა მას შემდეგ, ერთი წელიც არ გასულა, ამიტომ სავარაუდოდ  “3-წლიანი” მუშაობით ჯერ ვერ დაიკვეხნის. მთავარი რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არის ის, რომ ყველა შესაძლო დამნაშავე, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა უმკაცრესად დაისჯება – გიორგი გახარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება

“პოლიციის იმ თანამშრომებმა ვისაც ევალებოდათ კონკრეტული საკითხის გარკვევა, ვინც შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული, ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი. ჩვენ გვმართებს გონიერებაც, თუ კიდევ დამატებით გამოიკვეთება ვინმეს გამოკითხვის საკითხი,  ვინც შეიძლება ჩართული იყოს ამ პროცესში, იქნება ეს სკოლა თუ სხვა, რა თქმა უნდა მათაც უნდა გასცენ პასუხი,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა. 15 წლის მოზარდი გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. საქმეზე გამომძიებელი მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს, თუმცა ის ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები