13 წლის მხატვრის, ლუკა პატარქალიშვილის პერსონალური გამოფენა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, დღეს, 17 საათზე გაიხსნება და 8 ივნისამდე გასტანს.
ლუკა პატარქალიშვილმა ხატვა მცირე ასაკიდან დაიწყო. საკუთარი ნახატი 7 წლის ასაკში პირველად გაყიდა აუქციონზე 350 ლარად და სიმსივნით დაავადებულ პაციენტს დაეხმარა.
ამის შემდეგ იგი უამრავ კონკურსებში და ჯგუფურ გამოფენებში იღებდა მონაწილეობას. მისი სტილი კლასიკურია, რეალისტური. მას უყვარს პეიზაჟებისა და პორტრეტების ხატვა. ლუკას უკვე 20 პორტრეტი და 30 პეიზაჟი აქვს შექმნილი.
ამბობს, რომ პორტრეტის ხატვის დროს აუცილებლად ჯერ ადამიანის ხასიათი უნდა შეიგრძნო, მისი განსხვავებული თვისებებით, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, კი იქმნება ნამდვილი პორტრეტი – შუქჩრდილების, ფორმებისა და ნაკვთების სწორი გადმოცემით.
პატარა მხატვარს მიაჩნია, რომ როცა ხატავს მის ხელზე ანგელოზები სხედან და თუ ტილო კარგი გამოდის, მისი მხოლოდ მისი დამსახურება არაა.
ლუკა დიდ უხდის მასწავლებელების – თამაზ კატუკიას, ნინო ჩხეიძეს, თეონა ღლონტს, გულო დონელს, „თი ბი სი“-ს სამხატვრო სასწავლებელს.