LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა კურტანიძე ”ნაციონალური მოძრაობისთვის” პოლიტიური საქმიანობის აკრძალვას ითხოვს

87

დეპუტატი ლუკა კურტანიძე ”ნაციონალური მოძრაობისთვის” პოლიტიური საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ კურტანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან დღეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობა, კერძოდ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე და შემდეგ პოლიციის განყოფილებებში განვითარებულ პროცესები გაიხსენა. მისი თქმით, მაშინ ადგილი ჰქონდა ადამიანების დამცირებას, წამებას და მათი ღირსების ფეხქვეშ გათელვას.

”უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი. რადგან ასეთ დანაშაულებს სისტემური ხასიათი ჰქონდა, როცა ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა, ამ პარტიას საქართველოს პოლიტიკაში და ხელისულებაში ყოფნა უნდა აეკრძალოს. ეს არის ჩვენი მომავლის დაცვა – თუ ისინი ციხეში არიან, ციხიდანაც იმუქრებიან.”, – განაცხადა კურტანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები