LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუი ვიტონმა” საშობაოდ ლუქს ყუთები გამოუშვა

339

„ლუი ვიტონმა” საშობაოდ ლუქს ყუთები გამოუშვა. ფრანგული მოდის სახლი სადღესასწაულო პერიოდის მოახლოებას განსაკუთრებულად მომზადებული ხვდება. ცნობილმა დიზაინერებმა შექმნეს საჩუქრების ჩასაწყობი ყუთების კოლექცია, რომელიც მთლიანად ბრენდის სტილშია შესრულებული. კოლექციას „Fantasy boxes“ ეწოდა და მასში სულ რამდენიმე მოდელია შესული. მაგალითად, ზოგი სეიფს გავს, ზოგი პატარა ჩემოდანს და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „ლუი ვიტონი” 1854 წელს სუნდუკებისა და სამგზავრო ჩანთების სპეციალისტმა დიზაინერმა ლუი ვიტონმა დააარსა. ამჟამად კი ბრენდი, ჩანთებთან ერთად ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარებსაც აწარმოებს.



 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები