LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

123
r0sxxmqz

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – ნათქვამია განცხადებაში.