LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგარის ცენტრის პრეზიდენტი გარდაიცვალა

126
110525_richard_lugar_shinkle_605

ლუგარის ცენტრის მოქმედი პრეზიდენტი, რიჩარდ ლუგარი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობა თავად ლუგარის ცენტრმა გაავრცელა.

ცენტრის ინფორმაციით, რიჩარდ ლუგარი ვირჯინიაში, საავადმყოფოში ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.
რიჩარდ ლუგარი 1977 წლიდან 2013 წლამდე სენატორი იყო, 2013 წლიდან კი ლუგარის ცენტრს ხელმძღვანელობდა.

სწორედ მის სახელს ატარებს თბილისში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები