LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lufthansa-მ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქო-ფრანკფურტის რეისები შეაჩერა

99
53935851-101

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Lufthansa-მ ფრანკფურტიდან ბაქოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ზაფხულში Lufthansa ბაქოს მიმართულებით ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოკლე გაჩერებით ასრულებდა, ნოემბრიდან კი, ავიაკომპანიამ ფრანკფურტსა და ბაქოს შორის პირდაპირი ფრენები აღადგინა. შესაბამისად, Lufthansa-ს რეისები, კონცეფციით ფრანკფურტი-თბილისი-ბაქო-ფრანკფურტი შეწყდა.

როგორც „ავიანიუსი“ წერს, ამჟამად, ფრანკფურტი-ბაქო-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე Airbus A320-ით ფრენები კვირაში 4 სიხშირით სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები