გერმანულმა ავიაკომპანიამ Deutsche Lufthansa AG-მ განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ბორტგამცილებელთა გაერთიანება UFO-სთან დაახლოებით 19000 თანამშრომლისთვის ხელფასის ზრდაზე.
ხელშეკრულება ითვალისწინებს 2023 წლის 1 იანვრიდან საბაზო თვიური ხელფასის 250 ევროს ოდენობით ზრდას, ასევე 2023 წლის 1 ივლისიდან დამატებით 2,5%-იან გაზრდას.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ უფრო მოქნილი ნახევარგანაკვეთური მოდელების დანერგვაზე, განსაკუთრებით საჰაერო მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნის პერიოდებში.
როგორც Lufthansa-ში აცხადებენ, ახალი ხელშეკრულებები ძალაში იქნება მინიმუმ 2023 წლის 31 დეკემბრამდე.
გასულ კვირას Lufthansa-მ განაცხადა, რომ 2022 წლის მესამე კვარტალში მომგებიან დონეს მიაღწია და შემოსავალი თითქმის გაუორმაგდა.
წყარო: avianews.ge