LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუჟკოვი, ბაიკერები, ასლან აბაშიძე: ერთი ჯაჭვი რუსეთიდან

142

დღევანდელი პრესის ერთ-ერთ მთავარი განსახილველი თემა ე.წ. ციანიდის სკანდალია. „რეზონანსი“ წერს, რომ საპატრიარქოში მეუფე პეტრეს მორიგმა მწვავე განცხადებებმა უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად წმინდა სინოდის გაფრთხილებისა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მედიაში ისევ აგრძელებს აქტიურობას და საპატრიარქოსა თუ შორენა თეთრუაშვილის კრიტიკას.
პატარიარქოში ფიქროენ, რომ მღვდელმსახურისთვის ეს ვითარება წარმოუდგენელია, მით უმეტეს, რომ ის ერთხელ უკვე გააფრთხილეს. მიტროპოლიტისთვის კი პასუხის გაცემა პარიარქის თხოვნის გამო არავის სურს.
არსებული წესების თანახმად მეუფე პეტრეს შესაძლოა მეორე გაფრთხილებაც მისცენ, რომლის შემდეგ შეეძლებათ მას სასჯელი დაუწესონ და ეპისკოპოსს მღვდელმსახურება შეუზღუდონ.

ვიზიტი შტატებში, ვიზიტები რუსეთიდან

ასევე აქტიურად განიხილება დღევანდელ პრესაში პრემიერ კვირიკაშვილის აშშ-ში და საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის ვიზიტი. აშშ-ს დიდი მხარდაჭერაზე დღევანდელი „ვერსია“ ამახვილებს ყურადღებას. „რეზონანსი“ კი წერს, რომ ოკუპაციის კანონი არ მოქმედებს და ამის ერთ-ერთ მაგალითად ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტი განიხილება.
გაზეთ „ახალ თაობასთან“ კი ექსპერტი მამუკა გვაძაბია ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს ერთმანეთთან აკავშირებს – ლუჟკოვის ჩამოსვლა, ბაიკერების შემოსვლა და ასლან აბაშიძისთვის ბრალის მოხსნა მოვლენების ერთი ჯაჭვიაო – ამბობს გვაძაბია და აქვე ხაზს უსვამს ასლან აბაშიძისა და იური ლუჟკოვის ბიზნესპარტნიორობას.
სააკაშვილი ზანგურია: ექსპრეზიდენტზე კინოს იღებენ

დღევანდელი პრესიდან სხვა თემებზე სხვა ექსპერტების მოსაზრებებსაც გაეცნობით. მაგალითად, ხათუნა ლაგაზიძე კონსტიტუციის სახალხო განხილვას აფასებს, გამოთქვამს კმაყოფილებას და მას უნიკალური მოვლენას უწოდებს. ლაგაზიძის ინტერვიუ „ახალ თაობაშია“.

გია ხუხაშვილი სასამართლოში არსებული ვითარების გამო აკრიტიკებს ხელისუფლებას – მისი ინტერვიუ „რეზონანსშია“.

გაზეთი „ვერსია“ მიხეილ სააკაშვილზე გადაღებული ფილმით ინტერესდება, სადაც ექსპრეზიდენტის როლს ბესო ზანგური თამაშობს. მისი ინტერვიუ ამ თემაზე „ვერსიაშია“.

 

შიმშილობის საფრთხე ყოველ მეორე ადამიანს ემუქრება

სურსათი, ალკოჰოლური სასმელი, თამბაქო და ნავთობპროდუქტები გაძვირდა, რამაც ინფლაცია გამოიწვია. ასეთი მონაცემები აქვს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. პროდუქტების ფასების ზრდის პარალელურად ეროვნულმა ბანკმა ანტიინფლაციური ინსტრუმენტი გამოიყენა და რეფინანსირების განაკვეთი 25 პუნქტით გაზარდა, ანუ 6.75%-დან 7%-მდე, რაც ფულის გაძვირებას ნიშნავს. სტატია „ვერსიაშია“.

გაზეთი „რეზონანსი“ კი წერს, რომ დედამიწაზე მოსახლეობა გაცილებით მაღალია, ვიდრე მოსავლიანობა. იმ შემთხვევაში თუკი სიტუაცია არ შეიცვალა 30 წლის შემდეგ შიმშილობის წინაშე ყოველი მეორე ადამიანი იქნება. საქართველოში მასობრივი შიმშილი მოსალოდნელი არ არის, თუმცა იმისთვის, რომ გლობალური პრობლემა თავიდან ავიცილოთ სოფლის მეურნეობის სექტორს უნდა მივხედოთ. ”შიმშილობის საფრთხე ყოველ მეორე ადამიანს ემუქრება” – ასეთი სათაურით სტატიას „რეზონანსში“ წაიკითხავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები