LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუდის პუტჩი: როგორ მოდიოდნენ ნაცისტები – ჰიტლერის წარუმატებელი გადატრიალება

247
ludis-putch

ლუდის პუტჩი, ცნობილია ასევე როგორც ჰიტლერის პუტჩი ან ჰიტლერისა და ლუდენდორფის პუტჩი – ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ნაცისტებმა ადოლფ ჰიტლერის თავკაცობით მიუნხენში 1923 წლის 8 და 9 ნოემბერს სცადეს. ქალაქის ცენტრში პოლიციასა და ნაცისტებს შორის დაპირისპირებაში 16 ნაცისტი და 4 პოლიციელი დაიღუპა.

პუტჩმა მიიპყრო გერმანელი ხალხის ყურადღება ჰიტლერისადმი, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას მთელი მსოფლიოს გაზეთების პირველი გვერდები დაეთმო.

ჰიტლერს სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი და 5 წლით ციხეში გაისტუმრეს. პატიმრობაში მყოფმა თანასაკნელებს თავისი წიგნის „ჩემი ბრძოლა“ ნაწილი გაანდო.
1924 წლის ბოლოს, ციხეში 9 თვის ყოფნის შემდეგ, ჰიტლერი გაათავისუფლეს. გადატრიალების წარუმატებლობამ ის დაარწმუნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ სამართლებრივი გზით იყო შესაძლებელი პროპაგანდის ყველა შესაძლებლობის გამოყენებით.

პუტჩის წინაპირობა

1923 წლის იანვარში გერმანია უმსხვილესმა კრიზისმა მოიცვა, რომელიც ფრანგულმა ოკუპაციამ გამოიწვია. ვერსალის შეთანხმებით (1919 წ) გერმანიას დაეკისრა გამარჯვებული ქვეყნებისთვის რეპარაციის გადახდის ვალდებულება. საფრანგეთი უარს ამბობდა რაიმე კომპრომისზე და გერმანელებს უზარმაზარი თანხის გადახდას სთხოვდა.

გადახდის გადავადებისთანავე ფრანგული არმია შედიოდა არაოკუპირებულ გერმანულ მიწებზე. 1922 წელს გამარჯვებული ქვეყნები დათანხმდნენ ფულის ნაცვლად საქონელი მიეღოთ (ლითონი, ნედლეული, ტყე და ა.შ.). მომდევნო წლის დასაწყისში ფრანგებმა გერმანია დაადანაშაულეს მიწოდების განზრახ გაჭიანურებაში და რურის რეგიონში ჯარი შეიყვანეს.

ეს და სხვა მოვლენები გერმანელებს შორის აღშფოთებას იწვევდა, მაშინ, როდესაც ხელისუფლება მოუწოდებდა თანამემამულეებს შეგუებას და რეპარაციის გადახდის გაგრძელებას. ამან გამოიწვია ის, რომ ქვეყანა მოიცვა ფართომასშტაბიანმა გაფიცვამ.

პერიოდულად გერმანელები თავს ესხმოდნენ ოკუპანტებს, რის შედეგად ისინი ხშირად აწყობდნენ სადამსჯელო ოპერაციებს. მალე ბავარიის ხელისუფლებამ მისი ლიდერის გუსტავ ფონ კარის სახით უარი თქვა ბერლინის დაქვემდებარებაზე. გარდა ამისა, მათ უარი თქვეს დაეჭირათ სამხედრო ფორმირების სამი პოპულარული ლიდერი და დაეხურათ გაზეთი „Völkischer Beobachter“.

შედეგად, ნაცისტებმა კავშირი დაამყარეს ბავარიის მთავრობასთან. ბერლინში ეს შეაფასეს როგორც სამხედრო ბუნტი, რის გამოც აჯანყებულები, ჰიტლერის ჩათვლით, გააფრთხილეს, რომ ნებისმიერ წინააღმდეგობას ძალით ჩაახშობდნენ.

ჰიტლერი მოუწოდებდა ბავარიის ლიდერებს – ფონ კარს, ლოსოვს და ზაისერს ბერლინსკენ წასულიყვნენ, მაგრამ ეს იდეა უარყვეს. ჰიტლერმა დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა. ის აპირებდა მძევლად აეყვანა ფონ კარი და აეძულებინა ბერლინისკენ ლაშქრობის მხარდაჭერა.

ლუდის პუტჩის დასაწყისი

1923 წლის 8 ნოემბრის საღამოს კარი, ლოსოვი და ზაისერი მიუნხენში ჩავიდნენ, რათა ბავარიელთა წინაშე გამოსულიყვნენ დიდ ლუდის დარბაზ „ბიურგერბროიკელერში“. ლიდერების მოსასმენად დაახლოებით 3 ათასი ადამიანი მივიდა.

როდესაც კარმა თავისი სიტყვა დაიწყო, 600-მდე ადამიანმა დარბაზს ალყა შემოარტყა, ქუჩაში ტყვიამფრქვევები დააყენეს და შესასვლელი კარისკენ დაუმიზნეს. ამ მომენტში თავად ჰიტლერი კართან იდგა ლუდის კათხით ხელშემართული.

ლუდენდორფი და ჰიტლერი

 

მალე ჰიტლერი დარბაზის ცენტრისკენ გავარდა, მაგიდაზე ახტა და ჭერში გაისროლა: „ნაციონალური რევოლუცია დაიწყო!“. შეკრებილებმა არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ, ისინი ხომ ასობით შეიარაღებული ხალხის გარემოცვაში იყვნენ.

ჰიტლერმა განაცხადა, რომ გერმანიის ყველა მთავრობა, ბავარიის ჩათვლით, გადაყენებულია. მან ასევე დაამატა, რომ რეიხსვერი და პოლიცია უკვე მიემხრნენ ნაცისტებს. შემდეგ სამი გამომსვლელი ერთ შენობაში ჩაკეტეს, სადაც მოგვიანებით მთავარი ნაცისტი მივიდა.

როდესაც კარმა, ლოსოვმა და ზეისერმა შეიტყვეს, რომ ჰიტლერმა გენერალ ლუდენდორფის, პირველი მსოფლიო ომის (1914-18) გმირის, მხარდაჭერა მოიპოვა, ისინიც ნაციონალ-სოციალისტების მხარეს დადგნენ. გარდა ამისა, თქვეს, რომ ბერლინისკენ გალაშქრების იდეასაც დაუჭერდნენ მხარს.

საბოლოოდ, ფონ კარი ბავარიის რეგენტად დანიშნეს, ლუდენდორფი – გერმანიის არმიის (რეიხსვერი) მთავარსარდლად. ადოლფმა თავი იმპერიის კანცლერად გამოაცხადა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კარმა გამოაქვეყნა პროკლამაცია, სადაც უარს ამბობდა ყველა დაპირებაზე, რომელიც „ტყვიის ქვეშ“ თქვა.

მან ასევე განკარგულება გასცა დაეშალა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია და მოიერიშე რაზმები. თუმცა მოიერიშეებს უკვე დაკავებული ჰქონდათ სამხედრო სამინისტროში სახმელეთო ძალების შტაბ-ბინა. თუმცა ღამით რეგულარულმა არმიამ ისინი განდევნა.

შექმნილ ვითარებაში ლუდენდორფმა ჰიტლერს შესთავაზა ქალაქის ცენტრი დაეკავებინათ იმ იმედით, რომ მისი ავტორიტეტი დაეხმარებოდათ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების გადაბირებაში.

მარში მიუნხენში

9 ნოემბრის დილით ნაცისტები მიუნხენის ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ. მათ სურდათ სამინისტროდან ალყა მოეხსნათ და კონტროლი თავად დაემყარებინათ. წინა რიგში იყვნენ ჰიტლერი, ლუდენდორფი და გერინგი.

პუტჩისტებსა და პოლიციას შორის მთავარი დაპირისპირება ოდეონსპლაცის მოედანზე მოხდა. პოლიციელები 20-ჯერ ნაკლები კი იყვნენ, მაგრამ კარგად იყვნენ შეიარაღებული. ჰიტლერმა მათ დანებებისკენ მოუწოდა, მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ.

ლუდის პუტჩის მონაწილეები

 

დაიწყო სისხლიანი სროლა, რომელშიც 16 ნაცისტი და 4 პოლიციელი დაიღუპა. ბევრმა პუტჩისტმა, გერინგის ჩათვლით, სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო.

ჰიტლერი მომხრეებთან ერთად მიმალვას შეეცადა, ლუდენდორფი კი მოედანზე იდგა და დააკავეს. რამდენიმე საათში მეამბოხეები დანებდნენ.

ლუდის პუტჩის შედეგები

არც ბავარიელებს, არც არმიას პუტჩისთვის მხარი არ დაუჭერია, რის გამოც ის სრულად ჩაახშვეს. მომდევნო კვირის განმავლობაში დააკავეს ყველა წამომწყები ჰერმან გერინგისა და რუდოლფ ჰესის გარდა, რომლებიც ავსტრიაში გაიქცნენ.

მონაწილეები ჰიტლერიანად ლანდსბერგის ციხეში გაგზავნეს. საინტერესო ფაქტია, რომ ნაცისტები სასჯელს საკმაოდ მსუბუქ პირობებში იხდიდნენ. მაგალითად, მათ არ ეკრძალებოდათ მაგიდასთან ერთად მოეყარათ თავი და პოლიტიკურ თემებზე ესაუბრათ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დაკავების პერიოდში დაწერს ჰიტლერი თავისი ცნობილი წიგნის „ჩემი ბრძოლა“ ძირითად ნაწილს. როდესაც პატიმარი გერმანიის ფიურერი გახდება, ის ლუდის პუტჩს – ნაციონალურ რევოლუციას უწოდებს, ხოლო 16 დაღუპულს მოწამეებად გამოაცხადებს.
1933-1944 წლებში ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ პუტჩის წლისთავს.

 

ლუდის პუტჩის ფოტო

გუსტავ ფონ კარი (მარცხნივ) და ერიხ ლუდენდორფი (ცენტრში)

 

ნაცისტების მზადება პუტჩისთვის

 

ბიურგერბროიკელერი 1923 წელს

 

ოდეონსპლაცი. ხედი ფელდხერნხალზე 1923 წლის 9 ნოემბერს

ჰიტლერი, მორისი, კრიბელი, ჰესი და ვებერი ლანდსბერგის ციხეში (1924)
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები