LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუჩესკუ: მადრიდის რეალმა თამაში მოიპარა

31

დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წაგებული მატჩის შემდეგ (0:4) განაცხადა, რომ მეტოქემ 3 ქულა მოიპარა.

“რა უნდა ვთქვა? – ფაქტია, ეს მოპარული თამაში იყო. ეს არაა სწორი, ასეთი მსაჯები დიდი გუნდების სასარგებლოდ მსაჯობენ. ვითხოვ, რომ პატივი უფრო მეტად გვცენ”, – თქვა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლუჩესკუმ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში  არბიტრმა ”შახტარის” კარში ორი თერთმეტრიანი დანიშნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში უკრაინელებს ფეხბურთელიც გაუძევეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები