ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს 2023 წლის საუკეთესო გოლის ჯილდო მიიღო.
მოვლენას, ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ამ ისტორიულ მომენტში, ნაპოლი-ატალანტას მატჩზე მარადონაზე, ჟურნალისტთა ტრიბუნაზე ვიყავი. მატჩის რაღაც მონაკვეთში, სტადიონი განსაკუთრებულად აგუგუნდა და ბოლოს ისე იქუხა, მეგონა რომელიღაც ტრიბუნა ჩამოინგრა.
კვარამ, მოწინააღმდეგის ფაქტობრივად მთელი შემადგენლობა, საოცარი დრიბლინგით „განდაგანა“ აცეკვა და ულამაზესად დააგვირგვინა. წამში გავაცნობიერე, რომ რაღაც არაჩვეულებრივის მოწმე გავხდი. არანორმალურად მომინდა იმ გოლის განმეორებით ნახვა იქვე, მაგრამ მარადონაზე ამის საშუალება არ არის. ეს არის გოლი, რომელსაც ისტერიულად ვუყურებ, სადაც არ უნდა შემხვდეს… არასდროს მომწყინდება.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ლუჩანო სპალეტის ამ გოლის შეფასება ვთხოვე. სწორედ მაშინ თქვა სპალეტიმ ის ცნობილი ფრაზა – „ეს არის შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია შევაწუხოთ ყველაზე დიდიც კი (მარადონა), ეს იყო მარადონასეული გოლი.“
ამ ისტორიულ მომენტში, ნაპოლი-ატალანტას მატჩზე მარადონაზე, ჟურნალისტთა ტრიბუნაზე ვიყავი. მატჩის რაღაც მონაკვეთში,…
Posted by Nina Mamukadze-Sordini on ორშაბათი, 04 დეკემბერი, 2023
ხვიჩა კვარაცხელიას „Gran gala calcio“-ს დაჯილდოებაზე გადაეცა პრიზი, როგორც სეზონის საუკეთესო გოლის ავტორს, ატალანტას კარში გატანილი გოლის გამო,“ – წერს ჟურნალისტი.
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე სერია ა-ს 2023 წლის შემაჯამებელ საღამოზე მივიდნენ
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე სერია ა-ს წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე – კადრები ცერემონიიდან