LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუბა გოლოვინა ფინალურ ეტაპზე გადავიდა

127

ლუბა გოლოვინა რიო 2016-ზე საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოხვდა.

ბატუტზე ხტომაში, ლუბა გოლოვინამ ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის შეძლო გასვლა და ჯამში მე-7 ადგილი დაიკავა.

ქართველმა ოლიმპიელმა ფინალში 51.010 ქულა მოაგროვა, ოლიმპიური ჩემპიონი კი კანადელი როსანა მაკლილანი გახდა 56.465 ქულით.

ბატუტზე მხტომელთა ტურნირში სულ 16-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალურ სტადიაზე 8 საუკეთესოს შორის გოლოვინა 98.285 ქულით შევიდა.

ლუბა გოლოვინამ ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო შედეგი გოლოვინას 2008 წელს პეკინში ჰქონდა, როდესაც მან ფინალურ ეტაპზე მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ლონდონში 2012 წელს მე-7 იყო.

დასრულდა ძიუდოისტთა ტურნირი. დასკვნით საშეჯიბრო დღეს, მძიმე წონით კატეგრიაში ადამ ოქრუაშვილმა იჭიდავა და პირველივე შეხვედრაში მომავალ ვერცხლის პრიზიორ იაპონელ ჰარასავა ჰისაიოშისთან 1 გაფრთხილებით დამარცხდა. მძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ფრანგი ტედი რინერი გახდა.

ქართველ სპორტსმენთაგან 12 აგვისტოს დებიუტი ჰქონდა სიგრძეზე ხტომაში ბაჩანა ხორავას. ხორავამ B ჯგუფში 16 სპორტსმენს შორის მე-8 ადგილი დაიკავა, მისი მაჩვენებელი 7.77 მეტრი გახლდათ, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ნორმატივის შესასრულებლად ხორავას მინიმუმ 8.15 მეტრის დაფიქსირება სჭირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები