LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Louis Vuitton–ის ჩვენება პარიზში ქეით მოსმა და ნაომი კემპბელმა დახურეს (ვიდეო)

283

ცოტა ხნის წინ, პარიზში, მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში, Louis Vuitton–ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორის, კიმ ჯონსის, რამდენიმე კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჩვენების დასასრულს პოდიუმზე მოულოდნელად კეიტ მოსი და ნაომი კემპბელი გამოჩდნენ.

ორი ლეგენდარული სუპერმოდელი მაყურებლის წინაშე Louis Vuitton–ის საწვიმარი მოსასახამებითა და ჩექმებით წარსდგა. მათ შემდეგ პოდიუმზე დიზაინერი კიმ ჯონსი ავიდა.

https://www.facebook.com/LouisVuitton/videos/10159866269135125/

შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ კიმ ჯონსმა ფრანგული მოდის სახლის დატოვების შესახებ განაცხადა, თუმცა მისი სამომავლო გეგემის შესახებ კიმ ჯონსს არაფერი უთქვამს. ასევე უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს ლუის ვიტონის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორის პოსტზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები