LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lotus თავის პირველ ავტომობილს ეძებს

62

კომპანია lotus-მა ყველა ენთუზიასტსა და კოლექციონერს თხოვნით მიმართა, რომ ბრენდის დამაარსებლის, კოლინ ჩეპმენის მიერ აწყობილი პირველი მოდელის მოძებნაში დაეხმაროს.

ავტომობილი სახელად Lottus Mark 1950 წელს გაიყიდა და დღესდღეობით მისი ადგილმდებარეობა ბურუსითაა მოცული. საქმე ისაა, რომ ბრიტანულ ბრენდს წელს 70 წლის იუბილე აქვს, ამიტომ ლეგენდარული ავტომობილის მოძებნა ერთი-ორად უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

შემონახული დოკუმენტების მიხედვით, ჩეპმენმა Mark ლონდონში, თავისი შეყვარებულის მშობლების ავტოფარეხში ააწყო. 1948 წელს ავტომობილი რამდენიმე რბოლაში საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა, ცოტა ხანში კი მოდელი 135 ფუნტად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ Lotus-ს ავტომობილის მოძებნა არაერთხელ უცდია, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი ბრენდს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ავტომოყვარულების დახმარების იმედი აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები