კომპანია ,,Lotus’’-მა სპორტქარის – Elise ახალი ვერსია წარმოადგინა – სახელწოდებით – 250 Special Edition. როდსტერი ყველაზე მსუბუქი და სწრაფი მოდელია, რომელიც ძირითადად საგზაო გამოყენებისთვის აიგო.
სპორტქარის კონსტრუქცია ძირითადად ალუმინისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც იგი 899 კგ-ს იწონის. აღნიშნული მაჩვენებელი 32 კილოგრამით ნაკლებია Elise-ს სტანდარტული მოდელის წონაზე და 1 კგ-ით ნაკლებია მისი რალის მოდიფიკაციაზე — Race 250.
ახალმა მოდელმა ნახშირბადის აეროდინამიკური ნაწილები მიიღო, ასევე განახლდა ჭერი და ავტომობილის უკანა ნაწილი. როდსტერი 1.8 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი კომპრესირებული ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 246 ცხენის ძალას შეადგენს.
Lotus Elise Special Edition 250 მცირე რაოდენობის ეგზემპლარის სახით იქნება წარმოდგენილი. მისი მცირე ტირაჟი მისივე ფასითაა განპირობებული. მოდელი დიდ ბრიტანეთში გაიყიდება და ფასი 47.900 ფუნტს (56.200 ექვივალენტი დოლარში) შეადგენს.