LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lotus-მა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი გამოუშვა (ვიდეო)

80
29cf7bc14bfd64d2d9a7b43da542a265ed680be1

კომპანია Lotus-მა პირველი სერიული ჰიპერქარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ორკარიან მოდელს Evija ეწოდა და ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილად ითვლება. ავტომობილის ძრავს არც მეტი არც ნაკლები 2000 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

ჰიპერქარი ბრენდის ისტორიაში ყველაზე მსუბუქიც გამოვიდა და მისი წონა მხოლოდ 1680 კილოგრამია, მაშინც როცა Rimac C_Two 1950 კგ-ს იწონის, Pininfarna Battista-ს წონა კი 2 ტონას აჭარბებს.

სპორტქარის ვიზუალის შექმნისას დიზაინერების შთაგონების წყაროდ ავიაცია და ჰაერში მოძრაობა იქცა. განსაკუთრებული ძრავის ეფექტურობა 98%-ს აღწევს და 2000 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველ ასეულს lotus 3 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს. 300 კილომეტრამდე გასახურებლად კი ჰიპერქარს სტარტიდან 9 წამი სჭირდება.

და ბოლოს, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები