ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობის გამო გამნაღველები და ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები გამოიძახეს. როგორც უცხოური მედია წერს, აეროპორტის თანამშრომლებმა ბომბის შესახებ ინფორმაცია ტელეფონით გაიგეს. სამგავზრო თვითმფრინავი – 5931 ჰიუსტონიდან ლოს ანჯელესში მიფრინავდა, როცა საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. აეროპორტთან რამდენიმე სახანძრო და სასწრაფო დამხმარების მანქანა არის მობილიზებული. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ყველა მგზავრი გაჩხრიკეს. ჯერჯერობით უცნობია, იპოვეს თუ არა სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.