LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორთქიფანიძის N-10-დან, სადაც ფერდი ჩამოიშალა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება

193
image-2021-08-12-215250

თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მათ მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ვიდრე სპეციალისტების დასკვნა მომზადდება, მთავარი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა.

პირველადი მონაცემებით, დაახლოებით, 90-მდე ოჯახი ცხოვრობს კორპუსში, ვარკვევთ რამდენი ოჯახია ადგილზე. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფრის მობილიზებას, რომ აღნიშნული კორპუსის მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ.

მერიის ინფორმაციით, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები