LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორია საუკეთესო მეკარეებშია, თუმცა სკამზე ზის

97

გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის 10 საუკეთესო მეკარეს შორის შედის მიმდინარე სეზონის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. Championat.com-მა ამ დროისთვის რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე მეკარეთა თამაში შეაფასა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების კიპერი ჯამურ ჩამონათვალში მეათე პოზიციაზეა.

„ქართველმა მიმდინარე სეზონში 22-ჯერ ითამაშა – კარში ბურთი 104-ჯერ წავიდა და აქედან ლორიამ მხოლოდ 28 გოლი გაუშვა. ბოლო სამი ტურია იგი სკამზე ზის და შანსი ევგენი კონიუკოვს მიეცა, რომელმაც 3 გოლი გაუშვა“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ლორიას განსაკუთრებულად წარმატებული სეზონის სტარტი ჰქონდა, როდესაც რამდენჯერმე მოხვდა ტურის სიმბოლურში და მართლაც მაღალ დონეზე ირჯებოდა. თუმცა, ბოლო სამი თამაშია იგი სკამზე ზის.

მიზეზი? – „კრილია სოვეტოვის“ მთავარ მწვრთნელ ვადიმ სკრიპჩენკოს თუ დაეჯერება, ლეგიონერების ლიმიტია.

worldsport.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები