LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორია გამოირიცხა, ტაბიძე და კაჭარავა ვერ ვარჯიშობენ (ვიდეო)

27

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ორჯერადი ვარჯიში გამართა. პირველი ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში შედგა, საღამოს კი ეროვნულმა ნაკრებმა ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ამ დროისთვის ეროვნული ნაკრები24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ტრავმის გამო გუნდს ირლანდიასთან შეხვედრაში გიორგი ლორია ვერ დაეხმარება. ნუკრი რევიშვილი უკვე გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთო. ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე კვლავ ვერ ვარჯიშობს, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა უახლოეს ორ შეხვედრაში გუნდის დახმარებას ახალგაზრდა ფეხბურთელი. ნიკა კაჭარავამ ვარჯიში ვირუსის გამო გამოტოვა და ამ ეტაპზე სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშაა.

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი გუნდთან ერთად 30 აგვისტოდან ივარჯიშებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის, საქართველო-ირლანდიის ბილეთების რეალიზაცია როგორც ონლაინ-რეჟიმში, აგრეთვე “დინამო არენას” სალაროებში მიმდინარეობს.

საქართველო-ირლანდიის მატჩი, “დინამო არენაზე” 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები