LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოპოტაზე საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური ამუშავდა

125
267684306-10165877476170258-6877270756380939525-n

გარემოზე ზრუნვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნით, ლოპოტაზე  საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, – ინფორმაციას თავად „ლოპოტა სპა რეზორტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადგური 500 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და „ლოპოტა სპა რეზორტის“ მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის 20 %-ს მწვანე ენერგიით ანაცვლებს.

„პროექტის შედეგად მკვეთრად მცირდება გარემოს დაზიანება და მავნე- CO2-ის გამოყოფა. ლოპოტას მზის ელექტროსადგური „თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით მოეწყო!“, – აცხადებენ „ლოპოტა სპა რეზორტში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები