LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ყველაზე დიდი ლეგოს მაღაზია გაიხსნა

21

ლონდონში ყველაზე დიდი ლეგოს მაღაზია გაიხსნა. “sky news”-ის ინფორმაციით, პოპულარულმა კონსტრუქტორმა ბინა ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, ლესტერ-სკვერზე დაიდო. საინტერესოა, რომ ეს ბრენდის 131-ე მაღაზიაა, თუმცა სხვა ობიექტებისგან ის უჩვეულოდ დიდი ზომით გამოირჩევა. ორსართულიან მოლში, 6-მეტრიანი ბიგ-ბენის კონსტრუქცია დადგეს. მის შესაქმნელად სპეციალისტებს 200-ზე მეტი დეტალი და 2,2 საათი დასჭირდათ.

გარდა ამისა, მაღაზიისთვის ააგეს ლონდონის მეტროს ვაგონიც, რომელიც ზუსტად რეალური ზომისაა და მის ასაწყობად 600-მდე დეტალი გამოიყენეს. ყველაზე საინტერესო კი მაღაზიაში დამონტაჟებული ფოტო ჯიხურია, სადაც ნებისმიერი მსურველი 100 ფუნტის გადახდის შემდეგ საკუთარი პორტრეტის აწყობას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები