ლონდონის ქუჩებში დიდი ხნის წინ დაანონსებული უპილოტო ტრანსპორტი გამოჩნდა, რომელიც მოქალაქეების გადაადგილებას ჰითროუს აეროპორტიდან გრინვიჩამდე უზრუნველყოფს.
”ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ტესტირება საკმაოდ წარმატებულად დასრულდა და მოსახლეობამ ჩვენი ნამუშევარი დადებითად შეაფასა” – აცხადებს Gateway Project-ის ტექნიკური დირექტორი ნიკ რიდი.
შეგახსენებთ, რომ უპილოტო ტრანსპორტის ტესტირება 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად დაიხვეწა უსაფრთხოების სისტემა, დიზაინი და საევაკუაციო გეგმაც.
როგორც ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, უპილოტო ტრანსპორტი დიდ დახმარებას გაუწევს მოსახლეობას, ხოლო Gateway Project-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ კომპანია უპილოტო ავტომობილების პირველი მომწოდებელი გახდება.