Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ლონდონში ტურისტული გამოფენის მონაწილეებს ქართულ სუფრას გაუშლიან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ტურისტული გამოფენის მონაწილეებს ქართულ სუფრას გაუშლიან

91

17-18 აპრილს,  დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა Real Wine Fair ტარდება. როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მათი მხარდაჭერით, გამოფენაში 7 ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია –   „ხოხბის ცრემლები“, „ოქროს ღვინო“,  „ნიკოლაძეების მარანი“,  „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ატენური“ და „იბერიელი“ მონაწილეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ორი ღონისძიება – ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი და The Georgian Supra გაიმართა.

„საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის, ასევე დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არის მნიშვნელოვანი. წელს, ლონდონის გამოფენაში სულ 150-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას ათასობით დამთვალიერებელი – ღვინის მომხმარებლები, ღვინით ვაჭრობის ბიზნესში დასაქმებულები და მედიის წარმომადგენლები ჰყავს. გასული წლების მსგავსად,  ქართული ღვინის მიმართ ინტერესი  წელსაც  დიდია”,  – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძემ.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ქართული ღვინის წარდგენას დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ლონდონი მთელს მსოფლიოში  ალკოჰოლური ტრენდების დამამკვიდრებლად ითვლება.

”ქართული ღვინის დეგუსტაციას 200-მდე დაინტერესებული პირი – იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაც შეეხება ქართული სუფრის საღამოს The Georgian Supra, მის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართულ ღვინოსთან ერთად, გაცნობოდნენ ქართულ გასტრონომიას და ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს”, – განმარტავენ სააგენტოში.

გამოფენა Real Wine Fair  ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში  წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. ღონისძიებას  მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეხუთედ მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები