LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ქართული საიუველირო ქარხანა შოურუმს გახსნის

89
ipiccy-image (1)

„ზარაფხანა“ ლონდონში შოურუმის, უკრაინის ბაზარზე კი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს. პანდემიის მიუხედავად, საიუველირო ქარხანა საერთაშორისო ბაზარზე გააქტიურებას აპირებს.

„ზარაფხანას“ გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ მისმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ ისაუბრა და თქვა, რომ 2022 წელს კომპანია ლონდონში საგამოფენო ადგილის, შოურუმის გახსნაზე მოლაპარაკებებს ბრიტანულ მხარესთან უკვე აქტიურად აწარმოებს.

როგორც „ზარაფხანას“ გენერალური დირექტორი განმარტავს, კომპანია ლონდონურ შოურუმში სულ მცირე 150 000 ფუნტი სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2022 წლის ბოლოსთვის ასევე დაგეგმილია უკრაინაში ბრენდული მაღაზიის გახსნაც – პროექტში 150 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები