LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

102

ლონდონში, Grenfell Tower-ის ხანძრის დროს გაუჩინარებული ადამიანები პოლიციამ დაღუპულად ცნო.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა.

საავადმყოფოებში 24 ადამიანი გადის მკურნალობას, მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერ-ჯერობით ცნობილი კვლავ არ არის და გამოძიებას, სავრაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ხანძარი, ლონდონის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მაშინ გაჩნდა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ეძინა. ცეცხლი შენობაში 24 საათზე მეტხანს ვერ ჩააქრეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები