LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში დიზელის ძრავიანი ავტომობილებისთვის პარკირების ღირებულება გაიზრდება

63

2017 წლის 3 აპრილიდან დიზელის ძრავიანი ავტომობილების მფლობელები ვესტმისტერის პარკინგზე 50%-ით მეტს – საათში 2,4 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას ჰაერის დაბინძურების შემცირებით ხსნიან.

ვესტმისტერის ერთ-ერთ კვარტალში, მერილებონში რეგულარულად ფიქსირდება ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთელს ლონდონში.

აღსანიშნავია, რომ პარკირების ღირებულება მხოლოდ ქალაქის ისტორიული რაიონის სტუმრებისთვის გაიზრდება, ვესტმისტერის მაცხოვრებლებისთვის კი ფასი არ შეიცვლება.

2017 წლის 4 თებერვლიდან ლონდონის ცენტრში ჩართული ძრავით დგომა აიკრძალება – აღნიშნული გადაწყვეტილებაც მავნე გამონაბოლქვის შემცირებას ემსახურება. კანონდამრღვევებს 80 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმებენ.