„ანტრე“ ლონდონში ქსელის გაფართოებას განაგრძობს. სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი ქართული კომპანია გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში რიგით მესამე ფილიალს ბუკინგემის სასახლესთან ხსნის.
„დაგვეთანხმეთ, რომ განსაკუთრებულად ლამაზი მესამე ლოკაცია გამოგვივიდა ლონდონში- ბუკინგემის სასახლესთან. გახსნა შემდეგ კვირას“, – აცხადებენ „ანტრეს“ მენეჯმენტში.
ცნობისთვის, „ანტრე ლონდონი“ ზუსტად ერთი წლის წინ დაიბადა. კომპანიის პირველი ფილიალი ლონდონში, 2021 წლის ივლისში გაიხსნა და ქართული „ანტრე“ ნოთინგ ჰილ გეითის #138 ში ამოქმედდა. რაც შეეხება მეორე ფილიალს, ის 35 Bruton Place, Berkeley Square,W1J 6NS-ში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნა.