ლონდონის მეტროპოლიტენის სადგური “ჰოლბორნი” ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ დაიხურა. სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ლონდონის სატრანსპორტო ოპერატორის საიტზეა ნათქვამი.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მათ ძლიერი ხმაური გაიგეს, რის შემდეგაც სადგურზე კვამლი გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინციდენტი გაფუჭებულ მატარებელს უკავშირდება.
ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო სამსახურის ორი მანქანა და 10-მდე ბრიგადა არის მობილიზებული.
“ჰოლბორნის” სადგურში მსგავსი შემთხვევა ივნისის შუა რიცხვებშიც მოხდა. მანამდე, ლონდონის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის გამო, მეტროს სადგური, ორი დღის განმავლობაში არ მუშაობდა.
Some happenings a going on with my train this morning #holborn #tube #centralline pic.twitter.com/pXX69g5otD
— Abby (@abersentia) 15 августа 2017 г.