LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ცენტრში მომხდარ ინციდენტი – სკოტლანდ-იარდმა ტერაქტის ვერსია გამორიცხა

66

ლონდონის ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სკოტლანდ-იარდმა ტერაქტის ვერსია გამორიცხა. გამოძიების ცნობით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო და ტერორიზმს არ უკავშირდება.

შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში, კენსინგტონის რაიონში, ისტორიის მუზეუმის მახლობლად მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევის  შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. საავადმყოფოში 9 მათგანი გადაიყვანეს, თუმცა არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მანქანის მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები