LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ცენტრში 8 დიუმიანი Stig დაამონტაჟეს

28

ტელეკომპანიამ BBC ლონდონის ცენტრში მდებარე ოფისთან TopGear-ის უცნობი მრბოლელის, Stig-ის 8 მეტრიანი ძეგლი დაამონტაჟა. ძეგლი, რომელიც მინაბოჭკოვანი მასალისგან არის დამზადებული, განახლებული ტელეშოუს პრემიერის აღსანიშნავად აღმართეს, რომელიც 29 მაისისთვის არის დაგეგმილი.

განახლებული TopGear-ის პირველი სერია ტელეკომპანია BBC-ს არხზე 8 მაისს უნდა გამოჩენილიყო, თუმცა უცნობი მიზეზების გამო პრემიერის თარიღმა 29 მაისამდე გადაიწია. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემა პირდაპირ რეჟიმში სტრიმინგ სერვისის Netflix მეშვეობითაც გადაიცემა.

აქვე შეგახსენებთ, რომ TopGear-ის ყოფილმა წამყვანებმა ჯერემი კლაკრსონმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ, BBC-სთან წარმოქმნილი პრობლემების შემდგომ, საკუთარი გადაცემა The Grand Tour (შემოკლებით GT) წამოიწყეს, რომელიც ყოველ კვირას ინტერნეტსერვისის Amazon Prime დახმარებით გადაიცემა. GT-ის პრემიერა 2016 წლის შემოდგომით გაიმართება.

ამასთანავე TopGear-ის ყოფილმა წამყვანებმა წამოიწყეს ახალი ვიდეობლოგი DriveTribe, რომელიც გადაცემის მსგავსად შემოდგომით იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის იდეას რიჩარდ ჰამონდმა ”პორნოსაიტების საავტომობილო ანალოგი” უწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები