LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქია

london

ექსპერტებმა მსოფლიოს 100 ქალაქი სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით გაანალიზეს და მათ შორის – ცხოვრების ხელმისაწვდომობა, დასაქმების შესაძლებლობა, გარემო, ეკონომიკა და კულტურა იყო. ყველა ამ პუნქტის მიხედვით 2019 წლის საუკეთესო ქალაქი ლონდონია. ბრიტანეთის დედაქალაქის მიმზიდველობას ვიზიტორთა ნაკადის ყოველწლიურად ზრდაც ადასტურებს. მეორე ადგილს კი პარიზი იკავებს, ხოლო მესამე ნიუ-იორკმა და ტოკიომ გაინაწილეს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა სიაში – ჩიკაგო, სინგაპური, დუბაი და სან-ფრანცისკოც მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები