LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდა თოლორაია ჩამოყალიბდა პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელ ნაწილად: გია ვოლსკი

113
BeFunky-collage (8)

ლონდა თოლორაია ჩამოყალიბდა პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელ ნაწილად, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ამისკენ ლონდა თოლორაიას გააფთრებული შეტევა მიანიშნებს. ვოლსკი ამ განცხადებით, ლონდა თოლორაიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, ის ელოდა რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ერთ-ერთ პოსტზე თავის კანდიდატურას დააყენებდა.

ვოლსკის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი უწყების ჩამოყალიბებაში არაკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავს.

„ქალბატონი ლონდა არის ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის გააფთრებული შეტევით ამ სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არც სამართლებრივად, არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად არ არის რაიმე ხინჯის მქონე. რა ჰქვია იმ პოლიტიკურ პლატფორმას, სადიანაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, პარტია “საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო” თუ ყველა ერთად და კოალიცია, რომელიც არსებობს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ფაქტია, მისი განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ლონდა თოლორაიამ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.